ისტორია აკრედიტაცია წესდება სტრუქტურა სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა პარტნიორები
რექტორი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
წიგნადი ფონდი ელექტრონული რესურსები
ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხვა გადმოყვანის წესით
საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტი საინჟინრო ფაკულტეტი ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი სამართლის ფაკულტეტი კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ფაკულტეტი
მიღება მაგისტრატურაში
დოქტორანტურის დებულება მიღება დოქტორანტურაში
სტუდენტთა სია

    

 

 სერგო ტეფნაძე

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და საერთაშორისო სატრანსპორტო აკადემიის ნამდვილი წევრი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

   

 

 სერგო ტეფნაძე დაიბადა 1956 წლის 29 აგვისტოს. 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. კიევის სამოქალაქო ავიაციის საინჟინრო ინსტიტუტი საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის სპეციალობით.

            პროფესიული გამოცდილება

            ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სერგო ტეფნაძემ მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის გაერთიანებულ საავიაციო რაზმში მფრინავი ინჟინრის თანამდებობაზე ტუ-154 ტიპის საჰაერო ხომალდზე. ამავდროულად კითხულობს ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თვითმფრინავმშენებლობის კათედრაზე და განაგრძო სწავლა ქ.მოსკოვის სამოქალაქო ავიაციის საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურაში.
            შესრულებული აქვს 7000-ზე მეტი უავარიო ფრენა საათი. ავარიულ სიტუაციაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის მას სსრ კავშირის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის ბრძანებით ვადამდე ადრე მიენიჭა პირველი კლასის მფრინავი ინჟინრის კვალიფიკაცია და დაჯილდოვდა  მედლით უავარიო ფრენებისათვის.
            1990 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ტექნიკ
ის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად ქ.ლენინგრადის სამოქალაქო ავიაციის აკადემიაში თემაზე: საჰაერო ხომალდების ცენტრალიზებული მრავალფუნქციური სისტემების ტექნიკური მდგომარეობის მართვის მეთოდების შემუშავება.
    
         ს. ტეფნაძის ინიციატივით ჩვენი ქვეყნისათვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად უაღრესად მძიმე პერიოდში 1992 წლის 27 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურაში ჩამოყალიბდა საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი. ამავე წლიდან ს.ტეფნაძე საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორია და თავის სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას წარმატებით უთავსებს პრაქტკულ საფრენოსნო საქმიანობას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში, მფრინავი ინჟინერ-ინსტრუქტორის თანამდებობაზე. ინსტიტუტის ჩამოყალიბებით მან
საფუძველი ჩაუყარა საქართველოში საავიაციო განათლების მძლავრ კერას. სერგო ტეფნაძის უშუალო ხელმძღვანელობით ინსტიტუტმა თავისი დაარსებიდან მოკლე პერიოდში დიდ წარმატებებს მიაღწია. მის სტრუქტურაში ჩამოყალიბდა  ჩვენი ქვეყნისათვის მეტად საჭირო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო საავიაციო ფაკულტეტი, სასწავლო-საფრენოსნო ცენტრი, საავიაციო კოლეჯი და ავიასპეციალისტთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი, სადაც განუწყვეტლივ იმაღლებენ  პროფესიული ცოდნის დონეს ავიასაწარმოების როგორც მფრინავი შემადგენლობა, ასევე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი.
            საამაყოა ის ფაქტი რომ ინსტიტუტის კურსდამთავრებულები ღირსეულ შევსებად მოევლინენ საქართველოს სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის ქვედანაყოფებს.

           
ს. ტეფნაძეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს 1996 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.
            პროფესორმა ს. ტეფნაძემ 1999 წლის 19 მარტს, პირველმა საქართველოს ავიაციის ისტორიაში, ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო ავიაციის აკადემიაში თემაზე: ”საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოების შეფასების მეთოდოლოგია აფრენისა და დაფრენის ეტაპებზე საექსპლუატაციო ფაქტორების გათვალისწინებით და მათემატიკური მოდელირების გამოყენებით”. აღნიშნული აკადემიის სამეცნიერო საბჭომ მას ერთხმად მიანიჭა ტექნიკ
ის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იმავე წელს პროფესორი ს. ტეფნაძე არჩეულ იქნა საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და საერთაშორისო სატრანსპორტო აკადემიის ნამდვილ წევრად, ხოლო 2007 წელს კი ნიუ-იორკის სამეცნიერო აკადემიის ნამდვილ წევრად. იგი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი; მისი შრომები გამოქვეყნებულია საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, გერმანიაში და სხვა.
            პროფესორ სერგო ტეფნაძის ხელმძღვანელობით საავიაციო ინსტიტუტმა შეძლო სრულად წარმოჩენა თავისი სახე და მეცნიერული პოტენციალი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში. 1997 წელს, ახალგაზრდა კადრების აღზრდისა და მომზადების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პროფესორი ს.ტეფნაძე  საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
            პროფესორ სერგო ტეფნაძის ინიციატივით 200
5 წელს საავიაციო ინსტიტუტის ბაზაზე  ჩამოყალიბდა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, რომელმაც წარმატებით გაიარა სახელმწიფო აკრედიტაცია და 2006-2007 სასწავლო წლისათვის განახორციელა აბიტურიენტთა პირველი მიღება. ამავე წლიდან პროფესორი სერგო ტეფნაძე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორია. იგი როგორც რექტორი მჭიდროდ თანამშრომლობს  პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტ-ახალგაზრდობასთან. უნივერსიტეტის პრესტიჟისადმი ზრუნვა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მძლავრი სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა მისი ყოველდღიური საქმიანობაა.