→ პარტნიორები







სიახლეები
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის პირობები და ვადები
2010-07-01 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის პირობები და ვადები

სსუ-ში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან  გადმოსვლის მსურველებმა 1 ივლისიდან 30 ივლისამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე http://nea.ge/ViewList.aspx. 1 აგვისტოდან ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სიაში მოხვედრილმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ:

 

1.     განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;

2.     უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;

3.     ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;

4.     შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის ასლი;

5.     ატესტატის ასლი;

6.     პირადობის მოწმობის ასლი;

7.     მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);

8.     4 ფოტოსურათი (ზომით 3X4-ზე).

საბუთების მიიღება იწარმოებს 2010 წლის 1 აგვისტოდან 15 აგვისტოს  ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე.

 მისამართზე: ქ. წამებულის გამზირი 16. ოთახი 216.

საკონტაქტო ტელეფონი: 77-31-38.