
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების შესაბამისად, გამოცხადდა 2010 წლის ზაფხულის მობილობის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის) ვადები:
2010 წლის 1 - 30 ივლისი - სტუდენტთა ელექტრონული განაცხადების განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა;
მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ! -
მობილობის უფლების მოპოვებისათვის თქვენ უნდა გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 2010 წლის 1 ივლისიდან 30 ივლისამდე.
ყურადღებით გაეცანით ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციას.
გისურვებთ წარმატებას !