ჩარიცხვა/სწავლის საფასური

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი

საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტზე 2017-2018 სასწავლო წლისთვის ჩასარიცხი აბიტურიენტების მაქსიმალური რაოდენობა არის - 50
აუცილებლად ჩასაბარებელი საგნები: უნარები, უცხო ენა, ქართული
არჩევითი საგნები: მათემატიკა, ფიზიკა, გეოგრაფია ან ისტორია
გადასახადი: 9950 ლარი წელიწადში

დაფინანსება: აბიტურიენტს შეუძლია მოიპოვოს გრანტი ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან 100%, 70% ან 50%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი მოიპოვებს 100%-იან გრანტს, უნივერსიტეტისგან მიიღებს დამატებით დაფინანსებას ყოველწლიურად 500 ლარის ოდენობით.
(შენიშვნა: თანადაფინანსების პირობა გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის ყოველსემესტრული მოსწრების საშუალო ქულა იქნება 91 და მეტი)

აუცილებელი მოთხოვნა: საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა უნდა გაიარონ "საფრენოსნო საექსპერტო-საექიმო კომისია" და დასკვნა წარმოადგინონ უნივერსიტეტში, ჩაბარების შემდეგ.
კომისიის გასავლელად, აბიტურიენტი:
1. უნდა მოვიდეს საავიაციო უნივერსიტეტში, საფრენოსნო ფაკულტეტზე და აიღოს მიმართვა ჯანმრთელობის შემოწმების გასავლელად.
2. წარადგინოს მიმართვა ქ. თბილისის აეროპორტის დასახლებაში მდებარე, სპეციალიზირებულ კლინიკაში და გაიაროს საფრენოსნო საექსპერტო-საექიმო კომისია.
3. კომისიის გავლის შემდეგ, აბიტურიენტს გადაეცემა ჯანმრთელობის ცნობა, რომელსაც წარადგენს უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგომ, რეგისტრაციის პროცესის დროს.

(შენიშვნა: კომისიის გავლა სასურველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე, გართულებების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა ჩაბარების შემდგომაც შესაძლებელია)

საინჟინრო ფაკულტეტი

საინჟინრო ფაკულტეტზე 2017-2018 სასწავლო წლისთვის ჩასარიცხი აბიტურიენტების მაქსიმალური რაოდენობა არის:

საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის პროგრამაზე - 100 ადგილი
საფრენი აპარატების დაპროექტებისა და წარმოების პროგრამაზე - 100 ადგილი
საჰაერო ხომალდების ავიონიკის და ელექტრული სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია - 100 ადგილი
ფრენების უზრუნველყოფის მიწისზედა რადიოტექნიკური საშუალებების ტექნიკური ექსპლუატაცია - 80 ადგილი
ინფორმაციული ტექნოლოგიები და ფრენის მართვის ავტომატიზებული სისტემების პროგრამაზე - 60 ადგილი
აუცილებლად ჩასაბარებელი საგნები: უნარები, უცხო ენა, ქართული
არჩევითი საგნები: მათემატიკა, ფიზიკა, გეოგრაფია ან ისტორია
გადასახადი: 2250 ლარი წელიწადში

დაფინანსება: აბიტურიენტს შეუძლია მოიპოვოს გრანტი ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან 100%, 70% ან 50%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი მოიპოვებს 100%-იან ან 70%-იან გრანტს, ისწავლის უფასოდ.
(შენიშვნა: თანადაფინანსების პირობა გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის ყოველსემესტრული მოსწრების საშუალო ქულა იქნება 91 და მეტი)

აუცილებელი მოთხოვნა: საინჟინრო ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა უნდა აიღონ ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა 100/ა - ნებისმიერ კლინიკაში და წარადგინონ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდგომ, რეგისტრაციის გავლის პროცესში.

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე 2017-2018 სასწავლო წლისთვის ჩასარიცხი აბიტურიენტების მაქსიმალური რაოდენობა არის:

საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის პროგრამაზე - 150 ადგილი
საბუღალტრო აღრიცხვა - 80 ადგილი
აუცილებლად ჩასაბარებელი საგნები: უნარები, უცხო ენა, ქართული
არჩევითი საგნები: მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა ან სამოქალაქო განათლება
გადასახადი: 2250 ლარი წელიწადში

დაფინანსება: აბიტურიენტს შეუძლია მოიპოვოს გრანტი ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან 100%, 70% ან 50%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი მოიპოვებს 100%-იან ან 70%-იან გრანტს, ისწავლის უფასოდ.
(შენიშვნა: თანადაფინანსების პირობა გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის ყოველსემესტრული მოსწრების საშუალო ქულა იქნება 91 და მეტი)

გადახდის სისტემა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სწავლის საფასური იყოფა ორ ნაწილად. პირველი სემესტრის დასაწყისში სტუდენტი იხდის სასწავლო თანხის ნახევარს. ხოლო მეორე სემესტრის დასაწყისში - მეორე ნახევარს.
უნივერსიტეტში ასევე მოქმედებს გადახდის მოქნილი სისტემა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სწავლის საფასურის რამდენიმე თვეზე გადანაწილება.
(შენიშვნა: გადახდის მოქნილი სისტემა მოქმედებს I კურსის II სემესტრიდან) 

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 599 36 61 11

+(995) 595 88 44 68 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec