საინფორმაციო ტურები/ღია კარის დღეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გთავაზობთ სპეციალურ ტურებს და ღია კარის დღეებს აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის:

1. ღია კარის დღე

ღია კარის დღეები იმართება ყოველწლიურად, მარტი-აპრილის განმავლობაში, ყოველ პარასკევს, 14:00 საათზე.
ღია კარის დღეზე დასწრების მსურველმა უნდა შეავსოს სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

უნივერსიტეტში ვიზიტისას აბიტურიენტები ნახავენ სასწავლო ლაბორატორიებს, საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის განკუთვნილ ავიასიმულატორს და გაეცნობიან ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ.

2. სკოლების ტური

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გთავაზობთ ყოველწლიურად ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით სპეციალურ შემეცნებით ტურებს სკოლის მოსწავლეებისათვის.
ტურის დაგეგმვისთვის აუცილებელია დარეკოთ ნომერზე - 598 599 132 და შეათანხმოთ ვიზიტის სასურველი თარიღი.

ტურები განკუთვნილია 8-12 კლასის მოსწავლეებისათვის. მოსწავლეები დაათვალიერებენ საავიაციო უნივერსიტეტს და მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებისა და ზოგადად ავიაციის შესახებ.

3. თელავის აეროპორტის ტური

თელავის აეროპორტის ტური განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის.
მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად. სარეგისტრაციო ფორმა აპრილის ბოლოს განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე.

ტურის ფარგლებში უნივერსიტეტის ორგანიზებით ხდება აბიტურიენტების ტრანსპორტირება თელავის აეროპორტში. მონაწილეები დაათვალიერებენ თელავის აეროპორტს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სასწავლო თვითმფრინავებს, ნახავენ საჩვენებელ ფრენებს და მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ტურების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 591 26 25 27
ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 599 36 61 11

+(995) 595 88 44 68 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec