საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა მიიღო ავტორიზაცია ინგლისურენოვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე

პარასკევი, 29 დეკემბერი 2017 06:29

2017 წლის 26 დეკემბერს, 15 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1) შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა
2) შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატება

საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H)
  • საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურება (B1.1 & B2)

აღნიშნული პროფრამები ხორციელდება "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის" ფარგლებში.

ორივე პროგრამა ინგლისურ ენოვანია, შემუშავებულია EASA-ს (ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო) სტანდარტების შესაბამისად და საქართველოში უპრეცედენტოა.

ნებისმიერ მსურველს, რომელსაც გააჩნია სრული ზოგადი განათლების ატესტატი,ფლობს ინგლისურ ენას და ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს,შეუძლია დაეუფლოს პროგრამას,რომელიც მას საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანობას შესძენს.

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 595 88 44 68 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec