ჩარიცხვა

საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოვდების შედეგების საფუძველზე.

ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლისათვის ჩასარიცხი აბიტურიენტების მაქსიმალური რაოდენობა არის - 50 .

აუცილებლად ჩასაბარებელი საგნები: ზოგადი უნარები, უცხო ენა, ქართული ენა და ლიტერატურა.
არჩევითი საგნები: მათემატიკა, ფიზიკა, გეოგრაფია ან ისტორია.

წლიური გადასახადი: 11 500 ლარი.

დაფინანსება: აბიტურიენტს შეუძლია მოიპოვოს გრანტი ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან 100%, 70% ან 50%-ის ოდენობით.

მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებს: 

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე 100%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში მიიღებს თანადაფინანსებას უნივერსიტეტისგან ყოველწლიურად 1000 ლარის ოდენობით.
  • 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტისგან მიიღებთ თანადაფინანსებას ყოველწლიურად 700 ლარის ოდენობით.
  • 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტისგან მიიღებთ თანადაფინანსებას ყოველწლიურად 500 ლაარის ოდენობით.

1. უნდა მოვიდეს საავიაციო უნივერსიტეტში, საფრენოსნო ფაკულტეტზე და აიღოს მიმართვა ჯანმრთელობის შემოწმების გასავლელად.
2. წარადგინოს მიმართვა ქ. თბილისის აეროპორტის დასახლებაში მდებარე სპეციალიზირებულ კლინიკაში და გაიაროს საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისია.
3. კომისიის გავლის შემდეგ, აბიტურიენტს გადაეცემა ჯანმრთელობის ცნობა, რომელსაც წარადგენს უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგომ, რეგისტრაციის პროცესის დროს.

შენიშვნა: კომისიის გავლა სასურველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე, გართულების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, შესაძელებელია ჩაბარების შემდგომაც).

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 599 36 61 11

+(995) 595 88 44 68 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec