საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი


911საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი ახორციელებს საბაკალავრო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგ მიმართულებით:

საბაკალავრო პროგრამა:

საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (კომერციული პილოტი)

პროფესიული პროგრამები:

მოყვარული პილოტი (III საფეხური)

კომერციული პილოტი (IV საფეხური)

მოდულური პროფესიული პროგრამები

 

ფაკულტეტის შემადგენლობაშია ქალაქ თელავში მდებარე თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტი "მიმინო", თვითმფრინავები Cessna, Piper seneca, A-22, An-28 და Boeing 737-200. ასევე EASA-ს სტანდარტების შესაბამისი FNPT II MCC კლასის ავიასიმულატორი.

საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტები მესამე კურსიდან გაივლიან მომზადებას ავიასიმულატორზე და შემდეგ საფრენოსნო მომზადებას A-22, cessna 152 და Piper seneca-ს ტიპის საჰაერო ხომალდებზე, თითოეული ასორმოცდაათი ფრენა-საათის ოდენობით. ფრენები განხორციელდება ქალაქ თელავის სასწავლო აეროპორტში, გამოცდილი პილოტ-ინსტრუქტორების მეშვეობით.

საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და საავიაციო ადმინისტრაციის მიერ, კომერციული პილოტის დამადასტურებელი მოწმობა.

კურსდამთავრებულების დასაქმების სფეროებია: ავიაკომპანიები, ავიასაწარმოები და სხვა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

რექტორის მოადგილე საფრენოსნო მომზადების დარგში:

დიმიტრი ლომიძე

ტელ: 555 33 66 45; E-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ფაკულტეტის შესახებ

 

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 599 36 61 11

+(995) 595 88 44 68 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec