საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - იხილეთ საიტის ძველი ვერსია

უნივერსიტეტის ისტორია

universitetis shenoba

ავიაცია სახელმწიფოს პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს. ძლიერი ავიაცია ქვეყნის სიძლიერისა და წინსვლის საწინდარია. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა საფუძველი იმისა, რომ დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ ჩვენს ქვეყანაში, 1992 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურაში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე, ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საჭირო საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი. ხოლო 2005 წელს, სამთავრობო დადგენილების საფუძველზე, აღნიშნული ინსტიტუტი გამოეყო ტექნიკურ უნივერსიტეტს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტად. სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საავიაციო უნივერსიტეტმა თავისი დაარსებიდან მოკლე პერიოდში ჩვენს ქვეყანას მრავალი მფრინავი და ავიასპეციალისტი მოუმზადა, რომელთა უდიდესი ნაწილი ღირსეულ შევსებად მოევლინა საქართველოს სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას. უნივერსიტეტს დღეისათვის გააჩნია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მომავალ პროფესიონალ პილოტთა და ავიასპეციალისტთა პრაქტიკული მომზადების მიზნით, უნივერსიტეტის მფლობელობაშია ქალაქ თელავში მდებარე თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტი, თვითმფრინავები Cessna, Piper seneca, A-22, An-28 და Boeing 737-200, EASA-ს სტანდარტების შესაბამისი FNPT II MCC კლასის ავიასიმულატორი, კეთილმოწყობილი სპეციალიზირებული ლაბორატორიები და სხვა. ქვეყნისათვის საჭირო პრესტიჟულ პროფესიებს ეუფლებიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით ართმევენ თავს თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობებს, როგორც ქართულ ავიასაწარმოებში, ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათი უმეტესობა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობს ავიაკომპანიებში, აეროპორტებში, თბილავიამშენში, სამხედრო საჰაერო ძალებში, საავიაციო ქვედანაყოფებსა და სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურაში. უნივერსიტეტში მოღვაწეობენ ღვაწლმოსილი პროფესორ მასწავლებლები, გამოცდილ მფრინავ-ინსტრუქტორთა შემადგენლობა და დარგის პროფესიონალი დამხმარე პერსონალი. სწორედ ყველა მათგანის უდიდესი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ სააკრედიტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენს სასწავლო დაწესებულებას უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა, რაც თავის მხრივ ყველა აკადემიური დონის ავიასპეციალისტთა მომზადების უფლებას იძლევა.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საფრენოსნო მომზადების, საინჟინრო და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტები, პროფესიული განათლების პროგრამები, საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრი და სხვა.

უნივერსიტეტი ახორციელებს საბაკალავრო პროგრამებს შემდეგი მიმართულებით:

  • საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (კომერციული პილოტი)
  • საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია
  • საფრენი აპარატების დაპროექტება და წარმოება
  • საჰაერო ხომალდების ავიონიკისა და ელექტრული სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია
  • ფრენების უზრუნველყოფის მიწისზედა რადიოტექნიკური საშუალებების ტექნიკური ექსპლუატაცია
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები და ფრენის მართვის ავტომატიზებული სისტემები
  • საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი
  • საბუღალტრო აღრიცხვა

სამაგისტრო პროგრამები:

  • საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია
  • საფრენი აპარატების დაპროექტება და წარმოება
  • საჰაერო ხომალდების ავიონიკისა და ელექტრული სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები და ფრენის მართვის ავტომატიზებული სისტემები
  • საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი
  • ფინანსური აღრიცხვა და კონტროლი

სადოქტორო პროგრამები:

  • საფრენი აპარატების დაპროექტება
  • საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია

პროფესიული განათლების პროგრამები:

  • კომერციული პილოტი
  • საჰაერო ხომალდების და საავიაციო ძრავების მომსახურების ავიატექნიკოსი (B1)
  • საჰაერო ხომალდების ავიონიკის მომსახურების ავიატექნიკოსი (B2)

გაცვლითი პროგრამები

უნივერსიტეტს გააჩნია სტუდენტური გაცვლითი პროგრამები სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორ უნივერსიტეტებთან.

სტუდენტური შემოქმედება

უნივერსიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახეს სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს. ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებში.

უნივერსიტეტს ჰყავს ფეხბურთის, კალათბურთის და რაგბის გუნდები, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ შიდა და გარე საუნივერსიტეტო შეჯიბრებებში. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გამოავლინონ თავიანთი ცოდნის დონე და ნიჭი სამეცნიერო კონფერენციებზე.

სტუდენტთა საწარმოო სტაჟირება და დასაქმება

თეორიული ცოდნის გამყარების მიზნით, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები გადიან სტაჟირებებს ავიასაწარმოებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში. სტაჟირებებს ხელმძღვანელობენ ავიასაწარმოების წამყვანი სპეციალისტები. სტუდენტების მიერ პროფესიისადმი გამოვლენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მათი დასაქმების საწინდარია. ავიასპეციალისტთა დასაქმების სფერო ძალზედ მრავალფეროვანია, მათ საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ ავიაკომპანიებში, აეროპორტებში, საჰაერო ნავიგაციაში, თბილავიამშენში, ძალოვანი სტრუქტურების საავიაციო ქვედანაყოფებში, სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში, ბანკებში, სამოქალაქო ავიაციის მართვის სახელმწიფო სტრუქტურებში, დარგის სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებში და სხვა.

საავიაციო უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტია კურსდამთავრებულთა დასაქმება მიღებული პროფესიების შესაბამისად, რაც პრაქტიკულად დიდი წარმატებით ხორციელდება.

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 595 88 44 68 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec