რექტორი

 სერგო ტეფნაძე 

 

 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს  საინჟინრო  აკადემიის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიისა და საერთაშორისო სატრანსპორტო აკადემიის ნამდვილი წევრი. 

 

 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. კიევის სამოქალაქო ავიაციის საინჟინრო ინსტიტუტის საფრენოსნო ფაკულტეტი. იმავე წელს დაიწყო მუშაობა ქ.  თბილისის გაერთიანებულ საფრენოსნო რაზმში. შესრულებული აქვს 7000-ზე მეტი უავარიო ფრენა საათი.

 

საფრენოსნო სამსახურის პარალელურად, იგი ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმფრინავმშენებლობის კათედრაზე და სწავლობდა ქ. მოსკოვის სამოქალაქო ავიაციის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

 

1999 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო ავიაციის აკადემიაში, რის საფუძველზეც სამეცნიერო სადისერტაციო საბჭომ, საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველს, ერთხმად მიანიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი "საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის" მიმართულებით.

 

პროფესორი სერგო ტეფნაძე არის 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 4 მონოგრაფიისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორი, სამეცნიერო ჟურნალ "საჰაერო ტრანსპორტის" მთავარი რედაქტორი. იგი საქართველოში საავიაციო უმაღლესი სკოლის ფუძემდებელია.

 

განათლებისა და მეცნიერების დარგში შეტანილი წვლილისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისთვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

 

 

 

Bookmark and Share