→ პარტნიორები







უნივერსიტეტის მისია
  • საქართველოს  საავიაციო უნივერსიტეტის მისიას წარმოადგენს უმაღლესი განათლების სივრცეში ქვეყნის განვითარების თანადროული და საზოგადოების მოთხოვნაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება საავიაციო დარგის მრავალმხრივი მიმართულებით.ავიაციის განვითარების თანამედროვე ეტაპზე დაყრდნობით უმაღლესი განათლების ისეთი პროცესების ჩამოყალიბება და შეთავაზება საზოგადოებისათვის, რაც უზრუნველყოფს საავიაციო ტექნიკის წარმოების, საფრენოსნო, ტექნიკური და კომერციული ექსპლუატაციის, აგრეთვე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის სამართლებრივი ნორმების შესწავლისა და ავიაკომპანიებში დანერგვის მიმართულებით პიროვნების პოტენციალის ყოველმხრივ რეალიზებას, შიდა და საგარეო შრომით ბაზარზე კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას.

 

  • უნივერსიტეტის მიზანს წარმოადგენს, შექმნას სტუდენტთა სწავლებისა და კვლევითი სამუშაოებისათვის საუკეთესო პირობები, დაამკვიდროს საავიაციო ტექნიკის წარმოების, საფრენოსნო, ტექნიკური და კომერციული ექსპლუატაციის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და მომავალზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების  მიღების შესაძლებლობა.

 

  • უნივერსიტეტის ამოცანებია უზრუნველყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების აკადემიური თავისუფლების პირობების შექმნა, მართვის საჯაროობა და  გამჭვირვალობა. დარგის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ახალი სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბება საავიაციო ტექნიკის წარმოების, საფრენოსნო, ტექნიკური და კომერციული ექსპლუატაციის, აგრეთვე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის სამართლებრივი ნორმების შესწავლისა და ავიაკომპანიებში დანერგვის მიმართულებით. სასწავლო პროგრამების ფარგლებში სწავლების პროცესის თანამედროვე მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების დანერგვა. თანამშრომლობა საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან, უცხოეთის მონათესავე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კავშირების დამყარება. სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლითი პროგრამების რეალიზება,  კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული განათლების მიხედვით.