ფაკულტეტს ხელმძღვანელობს დეკანი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი,
სრული პროფესორი გივი შალვას ძე ლობჟანიძე. 100-მდე სამეცნიერო და
პუბლიცისტური ნაშრომის, 18 მონოგრაფიის ავტორი და 8 წიგნის თანაავტორი,
ვახტანგ გორგასლის III ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
სამართალმცოდნეობის ბაკალავრებისა და მაგისტრების მომზადება საავიაციო უნივერსიტეტში განაპირობა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებამ საავიაციო სფეროში. მკვეთრად გაიზარდა სამართლებრივი მოთხოვნების უზრუნველყოფა იმ წარმოება - დაწესებულებების მიმართ რომელთა საქმიანობაც, უშუალოდ უკავშირდება საფრენი აპარატების წარმოებას, ექსპლუატაციას, საჰაერო სივრცის გამოყენებას, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისა და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეს.
სპეციალისტთა მომზადება ”სამართალმცოდნეობის” მიმართულებით მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად. სტუდენტები სტაჟირებას გადიან ავიაკომპანიებში, ავიასაწარმოებში, საბაჟო და სამართალდამცავ ორგანოებში, რაც შემდგომში სამართალდამცავ და სამართალშემფარდებელ ორგანოებში მათი დასაქმების საუკეთესო წინაპირობაა.