მთავარი

განცხადებები და სიახლეები

ანონსები

ღია კარის დღე საავიაციო უნივერსიტეტში!

📣ღია კარის დღე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში!
✈️საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი სწავლის გაგრძელების მსურველებს გიწვევთ ღია კარის დღეზე.
ვისაუბრებთ:
🔹საბაკალავრო პროგრამებზე;
🔹პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე;
🔹ინტეგრირებულ პროფესიული პროგრამებზე(10 კლასდამთავრებული მოსწავლეებისთვის).
✈️🙌შეხვედრაზე დარგის სპეციალისტები ვრცლად განიხილავენ პროფესიულ და საბაკალავრო პროგრამებს. შესაძლებლობა გექნებათ, მოინახულოთ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები ფაკულტეტის დეკანებსა და პროგრამების ხელმძღვანელებს.
✈️💫ჩაერთეთ საინფორმაციო ტურში ჩვენთან ერთად და გაიადვილეთ მომავალი პროფესიის არჩევის გზა!
🕐შეხვედრის დრო: 30 ივნისი, 13:00 საათი.
📍მისამართი: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის N16.
👩‍✈️🧑‍✈️იყავი წარმატებული! დაეუფლე განსხვავებულ, პერსპექტიულ და პრესტიჟულ პროფესიებს!
📞(032) 277 65 71; (032) 274 61 55.
📥mail@ssu.edu.ge

ღია კარის დღე!

 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე, სადაც საშუალება გექნებათ, მიიღოთ ინფორმაცია სასწავლო პროგრამების შესახებ, მოინახულოთ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები ფაკულტეტის დეკანებს.
 ჩაერთეთ საინფორმაციო ტურში ჩვენთან ერთად და გაიადვილეთ მომავალი პროფესიის არჩევის გზა

გია მურღულიას საჯარო ლექცია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში

25 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება ფილოლოგიის დოქტორის, გია მურღულიას საჯარო ლექცია N500 აუდიტორიაში.

ლექციის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება:

ვინ არის რუსთაველი საქართველოსთვის – რა არის მისი განუმეორებელი ღვაწლის არსებითი გამოვლინებები? ვისაუბრებთ პიროვნების უნიკალური მნიშვნელობის ქრისტიანულ იდეაზე, რომელზეც დგას ევროპული ცივილიზაცია და რომლის ფაქტობრივ ჩამოყალიბებაშიც ქართულ აზრს დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული;

გთხოვთ, მობრძანდეთ აღნიშნულ ლექციაზე და ჩაერთოთ საინტერესო დისკუსიაში.

შეხვედრა ზვიად ციკოლიასთან!

  • აღმოაჩინეთ საავიაციო დიზაინის მრავალფეროვანი სამყარო სამრეწველო დიზაინერ ზვიად ციკოლიასთან ერთად. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მეცნიერების პოპულარიზაციის კლუბ სტელარისის მიერ ორგანიზებული ეს ღონისძიება ინსპირაციისა და სწავლის მიღების წყაროა.
  • ღონისძიება ჩატარდება უნივერსიტეტის პირველი კორპუსის N500 აუდიტორიაში.

შეხვედრა ავიაკომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლებთან!

🔹საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 11 მარტს გაიმართა შეხვედრა ავიაკომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლებთან, აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
🔹შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიიღეს ინფორმაცია Wizz Air- ის შეთავაზების შესახებ , რომელიც ICAO-ს ლიცენზიის მქონე პილოტებს სთავაზობს მხარდაჭერას , EASA-ს პილოტის მოწმობის კონვერტაციის პროცესში.
🔹აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების შემდგომი დასაქმების კუთხით Wizz Air-სა და ევროპის სხვადასხვა ავიაკომპანიებში მათი კარიერული განვითარებისთვის.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს!

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

საინჟინრო ფაკულტეტი

სფერო: ინჟინერია და საინჟინრო საქმე

დეტალური სფერო: საავიაციო ინჟინერია

ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია

ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანსია

ასისტენტი – 2 ვაკანსია

დეტალური  სფერო: საინფორმაციო სისტემები ავიაციაში

პროფესორი -1 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი

სფერო: ბიზნესის ადმინისტრირება

დეტალური სფერო: საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი

ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია

სფერო: ენები

დეტალური სფერო: ინგლისური ფილოლოგია

პროფესორი – 1 ვაკანსია

სფერო: განათლება

დეტალური სფერო: განათლების მეცნიერება

ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია

 

აკონკურსო მოთხოვნები აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:

 

  • პროფესორის თანამდებობაზე – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები/გამოცემები;
  • ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
  • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით.
  • ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი. ასისტენტის თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით.
  • აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები როგორც მატერიალური სახით (მის. სსუ, ქეთევან დედოფლის გამზირი N16, მე-2 კორპუსი, ოთახი N112), ასევე ელექტრონული სახით მეილზე vacancy@ssu.edu.ge

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე);
  • სამოტივაციო წერილი;
  • CV/რეზიუმე (როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 1 ფოტო (3X4)
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის/ების ასლი/ები (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო დოკუმენტაცია);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ბოლო 5 წელი);
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები.
  • აუცილებელი მოთხოვნა: აფილირება სსუ-სთან და სამოქალაქო ავიაციის სფეროში სასწავლო კურსების წაკითხვის გამოცდილება!
განაცხადების მიღება დაიწყება 2024 წლის 29 აპრილიდან.
I ეტაპი – განაცხადის მიღება: 29.04.2024-03.05.2024
II ეტაპი – განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საკონკურსო
კომისიის წევრების მიერ განხილვა: 06.05.2024 – 10.05.2024
III ეტაპი –კონკურსანტებთან გასუბრება: 13.05.2024 – 24.05.2024
IV ეტაპი – კონკურსის შედეგების გამოცხადება: 27.05.2024 – 31.05.2024

განცხადებები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო პროგრამაზე:

„საჰერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები”

მსურველებმა (როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები), რომელთაც აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორს.

განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საავიაციო ინჟინერიის მაგისტრის კვალიფიკაციას არ მქონე პირთათვის დაინეშნება გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან);
გ) ელექტრონული ფოტოსურათი (3X4);
დ) სამხედრო მიწერის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);

ე) უცხო ენის (ინგლისური) B2 დონეზე ფლობის სერტიფიკატი;

ვ) სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა;

ზ) საკვლევი თემატიკის აღწერა, მისი მნიშვნელობის დასაბუთება და სასწავლო გეგმის პროექტი.

 

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა.

თ) დოქტორანტურის კანდიდატებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის B2 (Upper Intermediate) დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი,  შიდა საუნივერსიტეტო ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, 11 საათზე აუდიტორიაში №500.

 

სწავლა დაიწყება 2025 წლის 6 ოქტომბერს.

საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე,  შაბათ-კვირის გარდა, 10:00-17:00 საათამდე.
მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
საკონტაქტო ტელეფონი: 274-61-55, 595-04-08-08, 595–44–34–44.

ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება დაიწყო!

ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება დაიწყო!
ისწავლე 10 კლასის შემდეგ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე:
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები;
საჰაერო ხომალდების ოპერატიული ტექნიკური მომსახურება(A) – 2 წლის განმავლობაში და პროგრამის დასრულების შემდეგ, მიიღე პროფესიული განათლების დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი. განაგრძე სწავლა სასურველ საბაკალავრო პროგრამაზე ან/და დასაქმდი შენი პროფესიით.

იყავი წარმატებული! დაეუფლე განსხვავებულ, პერსპექტიულ და პრესტიჟულ პროფესიებს!

📞(032) 277 65 71; (032) 274 61 55
📥mail@ssu.edu.ge

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

სტუდენტები, რომლებმაც 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების
შედეგების საფუძველზე მოიპოვეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის
უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და
წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება (ფორმა გაიცემა ადგილზე)
2. სრული საშუალო განათლების ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. პირადობის მოწმობის ასლი;
4. დაბადების მოწმობის ასლი;
5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
(ვაჟებისათვის);
6. ოთხი ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე
7. სურათის ელექტრონული ვერსია.
8. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი (მხოლოდ საჰაერო ხომალდების
საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტი) პროგრამაზე ჩარიცხულთათვის, მიმართვის
მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საფრენოსნო ფაკულტეტს.)
t.tepnadze@ssu.edu.ge n.gelashvili@ssu.edu.ge
9. სწავლების 1 სემესტრის საფასურის (წლიური საფასურის ნახევარი) გადახდის
ქვითარი.

სწავლის საფასურის გადახდა შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი ბანკიდან
შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: შპს “საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი”.
მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირი #16 საიდენტ. კოდი: 206155328 ბანკი: სს
”პროკრედიტბანკი”-ს თბილისის ცენტრალური ფილიალი კოდი: MIBGGE 22ა/ა: #
GE67PC0133600100056253 GEL (დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის გვარი,
სახელი და პირადი ნომერი);
რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა),
10 სთ-დან 17 სთ-მდე. მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი 16.
საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი – მე-2 სასწავლო კორპუსი, ოთახი 216;
საინჟინრო ფაკულტეტი – 1-ლი სასწავლო კორპუსი, ოთახი 302;
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი – მე-2 სასწავლო კორპუსი, ოთახი 222;
კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონებზე: 274-
61-55; 595-443444
შეხვედრა ადმინისტრაციასთან (ღია კარის დღე) შედგება 13 სექტემბერს (შაბათს) 11
საათზე პირველი სასწავლო კორპუსის სააქტო დარბაზში (მე-5 სართული. აუდიტორია
500)

სწავლა დაიწყება 2025 წლის 15 სექტემბერს.

მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

    საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მაგისტრატურაში შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  1. საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია (მიღების წინაპირობაა კვალიფიკაცია საავიაციო ინჟინერიაში ან გამოცდა სპეციალობაში), სწავლის ხანგრძლივობა – 2 წელი;
  2. საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი (მიღების წინაპირობაა კვალიფიკაცია მენეჯმენტში ან გამოცდა სპეციალობაში), სწავლის ხანგრძლივობა – 2 წელი;
  3. ავიაციის მენეჯმენტი (მიღების წინაპირობაა ავიაციის სფერს მმართველ რგოლში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება), სწავლის ხანგრძლივობა – 1 წელი;

 

მსურველებმა, განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორს. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) დაბადების მოწმობის ასლი;

გ) ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

დ) დიპლომის დანართი ან ნიშნების ფურცელი;

ე) ამონაწერი სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების შესახებ;

ვ) სურათი 3X4 და სურათის ელექტრონული ვერსია;

ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).

თ) ინგლისური ენის  B2  (upper intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი. მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ B2 (Upper Intermediate) დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი,  შიდა საუნივერსიტეტო ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, 11 საათზე აუდიტორიაში №500.

 

მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც არ ფლობენ პროგრამის წინაპირობით განსაზღვრულ შესაბამის კვალიფიკაციას, სპეციალობის გამოცდა ჩატარდება მიმდინარე წლის 19 სექტემბერს 11 საათზე აუდიტორიაში №500.

მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს სპეციალობასა და ინგლისურ ენაში, აკადემიურ და ადმინისტრაციულ რეგისტრაციას გაივლიან არაუგვიანეს 2025 წლის 26 სექტემბრისა.

სწავლა დაიწყება 2025 წლის 6 ოქტომბერს.

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 18 აგვისტოდან ყოველდღე,  შაბათ-კვირის გარდა, 1000-1700 საათამდე.

მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

საკონტაქტო ტელეფონი: 274-61-55,  595–44–34–44;

 

წინასწარი რეგისტრაცია ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო!

პროგრამებზე ჩაირიცხებიან 10 კლასდამთავრებული მოსწავლეები.

განაცხადის შევსება შესაძლებელია უნივერსიტეტში, ქ.თბილისი ქეთევან დედოფლის N16, I კორპუსი, ოთახი 405.

ან ონლაინ, შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1zF5NhgSiFsqfIxLVv_7z1dubqdqzWBiA/view?usp=drive_link

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

(032) 277 65 71; (032) 274 61 55.

mail@ssu.edu.ge

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობისათვის

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან  გადმოსვლის მსურველებმა 2025 წლის 25 აგვისტოდან 9 სექტემბრის 18.00 საათამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge

სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის წესით საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, 2025 წლის 12 სექტემბრიდან  2025 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოცხადდნენ  უნივერსიტეტში და წარმოადგინონ:

  • განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე (შესავსები ფორმა გაიცემა ადგილზე);
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
  • ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია.

გაითვალისწინეთ: ბაკალავრიატში 2020 წელს და შემდგომ პერიოდში ჩარიცხულ სტუდენტებს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მობილობისათვის, აუცილებელია რომ ეროვნული გამოცდების დროს ჩაბარებული გქონდეთ ის საგანი რომელიც განსაზღვრული იყო შესაბამის წელს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის.

საბუთების მიიღება იწარმოებს 2025 წლის 12 სექტემბრიდან 17 სექტემბრიდან ჩათვლით, 10 სთდან 17 სთმდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

ათვისებული კრედიტების თავსებადობის დასადგენად ან სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

ან დარეკონ ნომერზე: 2 74-61-55, 595–44-34-44, 577-75-05-85

პარტნიორები